ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ: ფოტო

Aparthotels Collection by ELT მოგესალმებით Aparthotels Collection by ELT-ში, რომელიც აერთიანებს ოთხ გამორჩეულ აპარტჰოტელს Sunrise, Rainbow, WYN და Sunset. თითოეული მათგანი გთავაზობთ სრულად აღჭურვილ აპარტამენტებს სასტუმროს დონის სერვისებით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ, შავი ზღვის სანაპიროზე. Aparthotels Collection by ELT შექმნილია იმ მოგზაურებისთვის, ვისაც სურს მეტი, ვიდრე უბრალოდ სასტუმროა. თითოეული აპარტჰოტელი სტუმარს სთავაზობს სივრცეს, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აქ თანამედროვე დიზაინი, ფუნქციური კომფორტი და გულწრფელი მომსახურება ერთიანდება ბათუმის ენერგიასთან და ზღვისპირა ატმოსფეროსთან. ბათუმი შავი ზღვის სანაპიროზე განთავსებული ქალაქია, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით, არქიტექტურითა და განუმეორებელი ატმოსფეროთი საქართველოს ნამდვილ სავიზიტო ბარათად იქცა. ძველი ქალაქის ავთენტურობა და თანამედროვე ურბანული სტილი, ისტორიული ბულვარი, ზღვისპირა მდებარეობა, ბოტანიკური ბაღის სილამაზე და ქალაქის ცოცხალი რიტმი ქმნის გამორჩეულ სინთეზს. გარდა სილამაზისა, მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობისა, ბათუმი სტუმარს სთავაზობს აქტიურ ღამის ცხოვრებას, მრავალრიცხოვანი ბარებით, კლუბებითა და რესტორნებით. ქალაქი წელიდაწის ოთხივე სეზონზე აქტიურია მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი აქტივობებით. 2025 წელს Aparthotels Collection by ELT კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, ბრენდმა გაიმარჯვა ბარსელონაში გამართულ World Luxury Hotel Awards 2025-ზე, ნომინაციაში “Luxury Collection Group”. „World Luxury Hotel Awards“ წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც 2006 წლიდან აჯილდოებს სასტუმრო ინდუსტრიის ლიდერებს მსოფლიოს მასშტაბით. გამარჯვებულები განისაზღვრება სტუმრების, მოგზაურებისა და ტურიზმის სფეროს ექსპერტთა ხმების საფუძველზე, რაც ამ ჯილდოს განსაკუთრებულად პრესტიჟულსა და მნიშვნელოვნს ხდის. Aparthotels Collection by ELT-ის ყველა აპარტოტელს მენეჯმენტს უწევს ესტონური მმართველი კომპანია IPM (International Property Management) - საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და კომფორტს თითოეული სტუმრისთვის. Aparthotels Collection by ELT - შენი სახლი სახლიდან შორს, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.